01_მედია წიგნიერების არსი

 

რა არის მედია წიგნიერება?

მედიაწიგნიერება არის, კომუნიკაციის ყველა ფორმის გამოყენებით, ინფორმაციაზე წვდომის, ანალიზის, შეფასების, შექმნისა და მოქმედების უნარების ერთობლიობა.

 

ის შეტყობინებები, სურათები, ინფორმაცია და გამოცდილება, რომელთანაც მედიის საშუალებით გვაქვს ყოველდღიური შეხება, გვეხმარება რწმენის, დამოკიდებულებების, ღირებულებებისა და იდენტობის ჩამოყალიბებაში.

 

მედიაწიგნიერების ძირითადი კონცეფციები  (5)

 

1. ყველა მედია ნაშენებია

- მედია იწვევს  ემოციურ გამოცდილებას, რომელიც რეალურს ჰგავს, მაგრამ ეს ასე არ არის.

- შენობების მსგავსად მედიაც სიფრთხილით არის ნაშენები. 

-  რედაქტირების საშუალებით დგინდება ის, თუ რა იქნება გამოყენებული და რა არა.

-  მიუხედავად იმისა, რომ მედია არ არის რეალური ის მაინც მოქმდებს ადამიანებზე.

 

 

2.მედია იყენებს უნიკალურ ენას საკუთარ წესებზე დაყრდნობით.

 

- მნიშვნელობა აქვს თითოეული მესიჯის აგებულებას.

- სიტყვები, მუსიკა, ფერები, განათება, სხეულის ენა, სიმბოლოები და მსგავსი ელემენტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

- ენა გამოიყენება აზრის გადმოსაცემად.

- კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმისთვის მედისს ენაც განსხვავებულია, მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს ჟურნალის ყდა თუ საშინელებათა ფილმი.

 

4.მედია გადმოსცემს ღირებულებებსა და შეხედულებებს

 

- მეინსტრიმ მედია ხშირად აძლიერებს და ადასტურებს არსებული სოციალური სისტემის ღირებულებებს.

- პერსონაჟების ასაკი, რასა, სქესი, დამოკიდებულებები და ცხოვრების წესი - ყველა კონკრეტულ ღირებულებებს გამოხატავს.

- ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა მდიდარი, ღარიბი თუ ურბანული, ასევე  გადმოსცემს კონკრეტულ მესიჯებს;

- სიუჟეტი, კონკრეტული მოქმედებებითა და რეაქციებით გადმოსცემს გარკვეულ მოსაზრებას.

 

 

5.   მედია = ძალა + მოგება

 

- მედია მესიჯების უმეტესობა ორგანიზებულია სარგებლის ან/და ძალაუფლების მოსაპოვებლად.

- იფიქრეთ იმაზე, მესიჯზე გავლენა იქონია თუ არა ფულმა, ეგომ ან იდეოლოგიამ.

- აუდიტორია იყიდება რეკლამის განმთავსებლებზე; პროგრამა მიგიყვანთ სპონსორთან.

- სპონსორები იხდიან სარეკლამო დროისთვის, იმ ხალხის რაოდენობის მიხედვით, ვინც სავარაუდოდ უყურებს რეკლამას.

 

 

6. სხხვადასხვა ადამიანი ერთსა და იმავე მედია მესიჯს სხვადასხვანაირად აღიქვამს.

 

- ორი ადამიანი ერთსა და იმავე ფილმს ან ინსტაგრამის პოსტს იდენტურად არ აღიქვამს.

- აუდიტორიის თითოეულ წევრს გააჩნია უნიკალური ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც შემდგომში აყალიბებს მის ინტერპრეტაციებს.

- ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ ,,აზრი გამოვიტანოთ’’ იქიდან, ასაც ვხედავთ, გვესმის ან ვკითხულობთ. ეს იწვევს ერთი და იმავე მედიაგზავნილის მრავალმხრივ გაგებას.