03_ ექო კამერები და დადასტურების მიკერძოება

 

1. ექო კამერები და დადასტურების მიკერძოება

ექო კამერები და დადასტურების მიკერძოება არის ორი კონცეფცია, რომლებიც ურთიერთკავშირშია და ქმნიან სამყაროს დამახინჯებულ ხედვას.

 

აი, როგორ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან.

 

·                ეკო კამერები:  სოციალური მედიის ალგორითმების საშუალებით, თქვენს ინტერესებსა და წარსულ ქცევებზე დაყრდნობით იქმნება აღნიშნული „ექო კამერები“. თქვენ ხედავთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც ემთხვევა თქვენს შეხედულებებს და იშვიათად თუ შეხვდებით საპირისპირო აზრს.

 

·                დადასტურების მიკერძოება: ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, უპირატესობა მივანიჭოთ იმ ინფორმაციას, რომელიც ემთხვევა ჩვენს რწმენებს. როდესაც „ეკო კამერებში“ ვექცევით აღნიშნული მიკერძოება ძლიერდება. ჩვენ აქტიურად ვეძებთ იმ ინფორმაციას, რომელიც ემთხვევა და აძლიერებეს ჩვენს რწმენებს, ხოლო საპიროსპირო ინფორმაციას ვაიგნორებთ.

 

ციკლი:

·                დასაწყისი: თქვენ გაქვთ არსებული რწმენა.

·                ექო კამერა: სოციალური მედია გაძლევთ ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს ამ რწმენას.

·                დადასტურების მიკერძოება: თქვენ აქტიურად ეძებთ იმ ინფორმაციას, რომელიც აძლიერებს თქვენს რწმენას, ხოლო აიგნორებთ საპირისპირო შეხედულებებს.

·                შედეგი: თქვენი რწმენა უფრო ძლიერი ხდება, თუნდაც ის არ იყოს დაფუძნებული არსებულ მტკიცებულებაზე.

 

 

ამ პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს:

·                პოლარიზაცია: საპირისპირო მხარეს მყოფი ადამიანები უფრო მეტად ინარჩუნებენ საკუთარ რწმენას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ნაკლებად მიდიან კომპრომისებზე.

·                დეზინფორმაცია: დადასტურების მიკერძოება აადვილებს იმ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ეფუძნება არსებულ რწმენებს.

 

 

გათავისუფლდით:

მოძებნეთ განსხვავებული შეხედულებები: სოციალურ მედიაში თვალი ადევნეთ ახალი ამბების წყაროებს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს.

შეაფასეთ ინფორმაცია კრიტიკულად: ნუ მიიღებთ ინფორმაციას მხოლოდ არსებული მოცემულობით. გადაამოწმეთ წყარო და ნახეთ ადასტურებს თუ არა არსებული მტკიცებულებები ინფორმაციის სიზუსტეს.

იყავით მზად თქვენი აზრის შესაცვლელად: ახალმა ინფორმაციამ შესაძლოა თქვენ  შეხედულებებზე გავლენა მოახდინო. იყავით ღია მისი სამართლიანად გააზრებისთვის.