04_კომუნიკაციის დინამიკა: კოდირების/დეკოდირების თეორია და ფილტრის ბაბლი

 

დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში, ძირითადი კოდების და ალგორითმები განსაზღვრავენ თუ როგორ ვქმნით და ვიყენებთ ინფორმაციას.

 

ორი მნიშვნელოვანი კონცეფცია, რომელიც გვეხმარება ამ პროცესებში გარკვევაში, არის სტიუარტ ჰოლის კოდირების/დეკოდირების თეორია და ელი პარიზერის ცნება ფილტრის ბაბლის შესახებ.

 

კოდირების/დეკოდირების თეორია

 

- ეს არის სტიუარტ ჰოლის კონცეფცია

 

- ყველა სახის კომუნიკაცია ეფუძნება კოდებს, რომლებიც გავლენას ახდენენ იმაზე თუ როგორ ვქმნით და ვიყენებთ ინფორმაციას.

 

- გამოქვეყნებამდე, ავტორები კონკრეტული მნიშვნელობით აკოდირებენ შეტყობინებებს.

 

-შემდეგ, ინფორმაციის მიმღებები შიფრავენ კონკრეტულ შეტყობინებას, მისი ინტერპრეტაცია კი ხდება საკუთარ გამოცდილებასა და კულტურულ ფონზე დაყრდნობით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა ადამიანი ერთი და იმავე გზავნილს განსხვავებულად აღიქვამს.

 

-დეკოდირება არ არის უბრალოდ ინფორმაციის მიღება. ის აქტიური პროცესია და გულისხმობს ინფორმაციისთის მნიშვნელობის მინიჭებას. 

 

რა არის ფილტრის ბაბლი?

 

- ესაა ელი პარიზერის კონცეფცია

- ინტერნეტი პერსონალიზებულია. ალგორითმები აღნიშნულ კონტენტს რეკომენდაციას უწევენ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, რამაც შსესაძლოა საპირისპირო შეხედულებებზე თქვენი წვდომა. შედეგად იმყოფებით საღი მსოფლმხედველობისგან იზოლირებულ სივრცეში.

 

მოცემული ცნებების განხილვით, ვხედავთ თუ რა გავლენას ახდენს კომუნიკაციის დინამიკა და ციფრული ალგორითმები იმაზე თუ როგორ აღვიქვამთ ინფორმაციას ინდივიდუალურ დონეზე.