05_დეზინფორმაციის და პროპაგანდის არსი

 

რა არის დეზინფორმაცია?

დეზინფორმაცია არის მიზანმიმართული მცდარი ან მიკერძოებული ინფორმაცია, რომელიც ხშირად შეიცავს მანიპულაციურ ნარატივებს ან ფაქტებს.

 

დეზინფორმაციის მახასიათებლები

 

·                შექმნილია მოტყუების მიზნით.

 

·                დეზინფორმაცია ყოველთვის არ შეიცავს სიცრუეს. ის შეიძლება შედგებოდეს ჭეშმარიტი ფაქტებისგან, რომლებიც მოწყვეტილია კონტექტს ან შერეულია სიცრუესთან.

 

·                ჭეშმარიტი ფაქტები დასახული გზავნილის გასამყარებლად შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ისე, რომ დამახინჯდეს მისი მნიშვნელობა.

 

·                დეზინფორმაცია ყოველთვის არის უფრო ფართო გეგმის ან დღის წესრიგის ნაწილი, რომელიც შექმნილია საზოგადოებრივ აზრზე ან ქცევაზე ზემოქმედების მიზნით.

 

 

რა არის პროპაგანდა?

პროპაგანდა არის ინფორმაცია, იდეები, დოქტრინები, ან სპეციალური მიმართვები, რომლებიც ვრცელდება კონკრეტული სამიზნე ჯგუფის მოსაზრებაზე, ემოციებზე, დამოკიდებულებებსა და ქცევაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. მისი მიზანია, კონკრეტული აქტორისათვის პირდაპირ თუ ირიბად სარგებლის მოტანა.  

 

რატომ ვრცელდება დეზინფორმაცია და პროპაგანდა?

დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელება ხდება მრავალი ფაქტორის გამო, რაც დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ აღიქვამს ჩვენი ტვინი მედიას.

 

 

1.დადასტურების მიკერძოება: ადამიანები მიდრეკილნი არიან მოიძიონ ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს მათ არსებულ რწმენას ან მიკერძოებულ წარმოდგენებს და იგნორირებას უკეთებს ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს.

 

 

2. ემოციების გავლენა: ადამიანის ტვინისთვის აღმაშფოთებელი ინფორმაცია უფრო მეტად მიმზიდველი და დასამახსოვრებელია, ვიდრე ინფორმაცია, რომელიც მეტად სანდრო და რეალობასთან  ახლოსაა.  ემოციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმაზე, თუ რა ინფორმაციას ვაქცევთ ყურადღებას და ვიმახსოვრებთ.

 

 

3. ეკო კამერები: ციფრულ გარემოში ადამიანები ხშირად ურთიერთობენ თანამოაზრე ინდივიდებთან, რისი საშუალებითაც აძლიერებენ საკუთარ მოსაზრებებს და თავს იცავენ განსხვავებული შეხედულებებისგან.

 

 

4. კრიტიკული აზროვნების ნაკლებობა: ბევრი ადამიანი აქტიურად არ მონაწილეობს ინფორმაციის კრიტიკულ შეფასებაში. მათ შესაძლოა ეჭვქვეშ არ დააყენონ წყაროები, მათი სანდოობა ანდაც ინფორმაციის უკან არსებული მოტივები

 

 

ამ ფაქტორების გააზრებით, ჩვენ შეგვიძლია უფრო ეფექტურად  გავუმკლავდეთ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებით გამოწვეულ პრობლემებს.