10_ ნარატივები მნიშვნელოვანია

 

რა არის თხრობა? 

თხრობა არის მოვლენების მიმზიდველი აღწერა.

 

მოთხრობას ჰყავს პერსონაჟები(გმირები), აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული(კულმინაცია). ის მოიცავს შეთქმულებას, კონფლიქტს და გამოსავალს.

 

 

რა არის ნარატივები?

 

ნარატივები არის ურთიერთდაკავშირებული ამბები, რომლებიც დაფუძნებულია არსებულ რეალობაზე, კულტურულ და საგანმანათლებლო საკითხებზე და უზრუნველჰყოფს მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას. ნარატივები გვაწვდიან შაბლონებს, რაც აერთიანებს ყოველდღიური ცხოვრების მონაცემებს (მოვლენებ, ადამიანებ, აქტივობებ,  მოქმედებები, მესიჯები) და ხსნის, თუ როგორ იცვლება მოვლენები დროთა განმავლობაში და როგორ იწვევს ერთი რამ მეორეს.

მაგალითად, აშშ- ნარატივი, რომელიც აერთიანებს ღირებულებებ და ხაზს უსვამს მკაცრ ინდივიდუალიზმს, ახალისებს ,,ამერიკულ სულს" განთავისუფლდეს და აიხდინოს "ამერიკულ ოცნება".

 

 

რა არის ფრეიმინგი?

ფრეიმინგი არის რეალობის ინტერპრეტაციის სქემა.

იგი ემყარება იმ ფაქტს, რომ ტვინი რეაგირებს არაცნობიერ შინაგან სქემებზე. ამის მეშვეობით შესაძლებელია იმ ინფორმაციისთვის მნიშვნელობის პოვნა, რომელიც საკუთარი გამოცდილებისა და მოგონებების მეშვეობით არის მიღებული.

 

შეგიძლიათ გაიხსენოთ რომელმა ნარატივებმა მოახდინა ყველაზე ძლიერი გავლენა ჩვენზე/ჩვენს საზოგადოებაზე?

 

დეზინფორმაცია და ნარატივები

 

ნარატივებისა და ფრეიმინგის გაგება მნიშვნელოვანია იმის ამოსაცნობად, თუ როგორ აყალიბებს ისტორიები ჩვენს აღქმას და გავლენას ახდენს საზოგადოების წარმოდგენებზე.

 

ამ ელემენტების კრიტიკული ანალიზით, ჩვენ შეგვიძლია უკეთ გავუმკლავდეთ ინფორმაციის სირთულეს და დავიცვათ თავი დეზინფორმაციისგან.